Sunday 14 September 2014

ტტრენინგის შეჯამება

ჩვენ გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი. ტრენინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ქეთევან ცერაძე.
ტრენინგის მიზანია  ინფორმაციული ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის განხორციელება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-საუკუნის უნარ -ჩვევების განვითარება.
ეს ტრენინგი ჩვენ დაგვეხმარება სასწავლო პროცესში პროექტების განხორციელების დროს.
ამ ყველაფრისათვის განათლების სამინისტროსა და ქალბატონ ქეთი ცერაძეს ვუხდით მადლობას გაწეული დახმარებისათვის. 

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგის  მე-9 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით.ვისწავლეთ link list-ით განრიგის გადატანა.გავიმეორეთ ნასწავლი გაჯეტები. შემდეგ ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგში  გვერდების ჩასმა. შევისწავლეთ ჩანაწერში მისამართის მიბმა. ციფრული რესურსების  პორტალში დავათვალიერეთ ვიდეო გაკვეთილები. ტრენინგის დასასრულს მოვისმინეთ ერთრმანეთის პროექტების პრეზენტაციები.

Saturday 13 September 2014

ტრენინგის მე-8 დღე.

ტრენინგის მე-8 დღეს გავიმეორეთ წინა დღის მასალა.შემდეგ გადავედით ინტელის პროგრამის მე-7 მოდულზე. ამ მოდულში გავეცანით ფასილიტაციას და ტექნოლოგიებს. გადავხედეთ სხვა პედაგოგთა ფასილიტაციის ნიმუსებს და შევქმენით .ჩვენი ფასილიტაციის  რესურსი,რომელიც შევინახეთ საქაღალდის დამხმარეში. გადავხედეთ ჩვენს პორტფელიოს  და თითოეულ საქაღალდეს დავარქვით ახალი სახელი. ტრენინგის დასასრულს საქაღალდე ავტვირთეთ  დისკზე ,და გაჯეტის დახმარებით  შევინახეთ  ბლოგში.. შემდეგ შევედით ჩვენს ბლოგში და დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე.

Friday 12 September 2014

ტრენინგის მე-7 დღე.

ტრენინგის მე-7 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით.გადავხედეთ შეფასების რუბრიკებს.და შევინახეთ საქაღალდეში. შემდეგ ბადავხედეთ მე-6 მოდულის აქტივობას-ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. გადავხედეთ გარდნერის მრაველმხრივი ინტელექტის თეორიის პრეზენტაციას. დავამზადეთ სპეციალური საჭიროების  მქონე მოსწავლის დავალება.
ვიმუშავეთ ბლოგში,სადაც HTML-გაჯეტში ჩავსვით საათი.
ტრენინგის დასასრულს ვიმუშავეთ პროექტის  გეგმაზე.

Sunday 7 September 2014

ტრენინგის მე-6 დღე.

ტრენინგი დავიწყეთწინა მასალის გამეორებიღთ.
ავაგეთ მოსწავლის PowerPoint -ი.ვნახეთ მოსწავლის პროექტების ნიმუშიშევადგინეთ მოსწავლის  პრეზენტაციის ნიმუში.დავათვალიერეთ სხვადასხვა პროექტები.ს რუბრიკები.შევისწავლეთ დიაგრამების ჩასმა პროექტების პრეზენტაციაში.
რესურსებში დავათვალიერეთ სხვადასხვა საგბების zip-ები'. სასურველი ნიმუშები შევინახე მოსწავლის  ნამუშევრებში.ყველა მოძიებული მასალა შევინახეთ ჩვენ საქაღალდეში.

Saturday 6 September 2014

ტრენინგის მეხუთე დღე.

გავიხსენეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა.
შევისწავლეთ  საავტორო უფლებების გამოყენება
მოძიებული სურათებითა და ლიტერატურული მასალებით შევავსეთ შაბლონი.
ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის შექმნაზე.
ამ ბლოგში სურათებისა და ტექსტების  ჩასმაზე.
ვიმუშავეთ ბლოგში გაჯეტების ჩასმაზე.
გავიგეთ,რომ გაჯეტი არის დამატებითი ელექტრონული ინსტრუმენტი.ამ გაჯეტს ბამოვიყენებ კვლევის მიმდინარეობისას.ვისწავლეთ გაჯეტიტან  გაჯეტზე გადასვლა და სათაურის შეცვლა.
დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გაუგზავნეთ კომენტარები..                                                                                           

Friday 5 September 2014

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგ დავიწყეთ წინა მეცადინეობის გამეორეგით.შემდებ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს.
.პროექტში უნდა სჯარბობდეს განმავითარებელი შეფასებები.
.შევისწავლეთ პროექტიოს პორტფოლიოს პრეზენტაციას.
.ასევე მისი საქაღალდეში შენახვა.
.შევისწავლეთ Pover Ponte-ში შესვლა ,სლაიდების შექმნა და სურათების ჩასმა შევისწავლეთ სურათების მოძიება და ჩასმა,სურათების წაშლა.
 .